იურგენ ჰარდტი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

ბუნდესტაგში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საგარეო პოლიტიკური სპიკერის, იურგენ ჰარდტის განცხადებით, მათი პარლამენტის უმრავლესობა ცხადად ამბობს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი იქნება.

როგორც მან ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერა მტკიცეა.

„ჯერ კანდიდატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული საქართველოს, რადგან ეს მხოლოდ ბუნდესტაგის გადასაწყვეტი არ არის. ეს მთლიანად ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. მიცემულია 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, პარლამენტის ყველა პარტია და მთავრობა მუშაობს ამ რეკომენდაციებზე რეაგირებისთვის. ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა“, – განაცხადა იურგენ ჰარდტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები