ანრი ოხანაშვილი: საქართველოს აქვს გერმანიის ბუნდესთაგის მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს გერმანიის ბუნდესთაგის მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შეხვდნენ.

„ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს გერმანიის ბუნდესთაგის მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა. გერმანიის ბუნდესთაგი სწორედ მრავალპარტიულად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ, როდესაც ჩვენ ასეთი მრავალპარტიული მხარდაჭერის იმედი და მოლოდინი გვაქვს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს უნდა გამოიხატოს და გამოიხატება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებაში.

რაც მთავარია, გერმანელი პოლიტიკოსებისთვის საქართველოში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საკამათო თემები არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამს საქართველო. გერმანელმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იციან ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა პოლიტიკური პარტიების განვითარების, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ისინი აფასებენ წვლილს, რასაც საქართველო აკეთებს საერთო ევროპული ღირებულებების კონტექსტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები