მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოში ეროვნული უმცირესობების საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკას და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
მხარეები მრავალმხრივი ურთიერთობის და კოორდინებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.