იენს სტოლტენბერგი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე საუბარი ნაადრევია
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლონეთის მოთხოვნაზე საუბარი, რომ გერმანიის მიერ ვარშავისთვის შეთავაზებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცენ, ნაადრევია.
აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ყველანი ვეთანხმებით უკრაინისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარების გადაუდებელ აუცილებლობას, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ახალი სისტემების მიწოდებას, არამედ მიწოდებული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.