ილია დარჩიაშვილი: ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატო საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციურ ნორმად არის ქცეული.

მისი თქმით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„საქართველო მოხარულია და მოხარული ვართ ყველა ნატოს მინისტერიალში მონაწილეობით. სხვა ასპირანტებთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა, თუ როგორ ვხედავთ საგარეო პრიორიტეტებს. ალიანსიდან მივიღეთ მხარდამჭერი გზავნილები. თითოეული მინისტრი მყარად და ცალსახად გამოხატავდა ჩვენს მხარდაჭერას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მისამართით. ნატოს მინისტერიალი იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუქარესტში გამართულმა შეხვედრამ მოგვცა კონკრეტული იმპულსები გავაძლიეროთ მუშაობა, რათა მადრიდის სამიტზე მიღებული დოკუმენტის პრაქტიკული იმპლემენტაცია მოხდეს და თან მოვემზადოთ ვილნიუსის 2023 წლის ნატოს სამიტისთვის, რაც მგონია იქნება ასევე ახალი იმპულსის მომტანი ჩვენი ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები