თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ჩხუბისა და სროლის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ჩხუბისა და სროლის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა 30 ნოემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამი პირები კვების ობიექტის მზარეულს, შემდეგ კი დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები