Reuters: “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერმა თავი აიფეთქა

“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერმა, აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიშიმ მხარდამჭერებთან ერთად თავი აიფეთქა, როდესაც სირიაში, ქალაქ ჯასიმში ბოევიკებთან ბრძოლის დროს ალყაში მოექცა.
შემთხვევა ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდა, – წერს Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროების თანახმად, აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიში ალყაში ერთ-ერთ საიდუმლო სახლში აღმოჩნდა, სადაც ის იმალებოდა. როდესაც ის აღმოაჩინეს, მან და მისმა მხარდამჭერებმა “შაჰიდის ქამრები” აამოქმედეს.

სააგენტოს წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ტერორისტები, რომლებმაც “დაეშის” წარმომადგენლებს ალყა შემოარტყეს.

30 ნოემბერს ​ISIS-მა ლიდერის, აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის ერაყში ბრძოლის დროს დაღუპვის შესახებ გამოაცხადა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ის “სირიის თავისუფალი არმიის” წევრებმა მოკლეს.

მანამდე, “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურაიში მათი ახალი ლიდერი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები