ფილიპ რიკერი: პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში

გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

რიკერის თქმით, იგი მოხარულია, რომ კვლავ ჰქონდა შეხვედრა პრემიერმინისტრთთან რეგიონალური საკითხების განსახილველად.

“მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონალური მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთ-დაკავშირებადობისთვის.

გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერის გზით, საქართველო აგრძელებს რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას და მახარებს პრემიერმინისტრთან კვლავ შეხვედრა რეგიონალური საკითხების განსახილველად”,- განაცხადა რიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები