აბსოლუტურად პოლიტიკური „კლიშეა“, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი ვერ იქნება, რადგან არც რომელიმე ტელევიზიას ფლობს, არც პარტიას აფინანსებს და არც პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
„უკრაინის საკუთრება, პოლიტიკური „კლიშე“ გადმოგვიგდეს ჩვენ და გაგვხადეს ახლა ამის მძევალი მთელი ქვეყანა. ეს კაცი არცერთ ტელევიზიას არ ფლობს, საკუთარი ტელევიზია ჰქონდა – გააუქმა, პარტიას არ აფინანსებს, არცერთ პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებს, მაგრამ ყველაფერს მართავს?
ევროკავშირის პირობებს ვასრულებთ, ფოტიგა რომ თავისი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლოდ განცხადებას აკეთებს, ეს არ არის ბოლო ინსტანცია ევროკავშირისა. ახლა სულ მუდმივი ლაპარაკია, რომ საქართველო ნატო-სკენ არ მიისწრაფვის, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება ხოლმე, ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯებით მივდივართ. პროპაგანდა, რომლის მიზანიც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო, რომ რამენაირად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში, ეს პროპაგანდა არ არის მართალი პროპაგანდა, ტყუილი პროპაგანდაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.