ალან გაგლოევი ე.წ. სპეცოპერაციის ზონაში ჩავიდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ოსი მებრძოლების მხარდასაჭერად უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის ზონაში, მელიტოპოლში ჩავიდა.

გაგლოევის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის მე-4 მეოთხე სამხედრო ბაზის სამხედროებს და მოხალისეებს შეხვდა, ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა.

„ქალაქ მელიტოპოლში ყოფნის დროს მებრძოლებს გადაეცათ სადაზვერვო აღჭურვილობა – კვადროკოპტერები, თერმოგამოსახულებები და სხვა ტექნიკური საშუალებები. გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთი ასევე შეიცავს ზამთრის სამხედრო აღჭურვილობას, პირველადი საჭიროების მედიკამენტებს, გენერატორებს,  საკვებ პროდუქტებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაგლოევმა მადლობა გადაუხადა მებრძოლებს გამბედაობისა და გმირობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები