მარგველაშვილი პრემიერს პასუხობს: მაშინ გადავწყვიტე გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნა, როცა სწორად მივიჩნიე

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერის განცხადებას პასუხობს. „მაშინ გადავწყვიტე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებზე გრიფის მოხსნა, როდესაც სწორედ მივიჩნიე“, – განაცხადა მარგველაშვილმა ბაკურიანში საზაფხულო სემინარზე დასწრებისას.
„საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დადგენილ ვადაში 5 წუთი იფიქროს თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო რაიმე გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ არ იცოდნენ, სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულება და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა. პრეზიდენტმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც ეს სწორად მიიჩნია და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე გრიფ „საიდუმლოს” მოხსნის თემას გამოეხმაურა. პრემიერის აზრით, ეს მარტივი პროცედურაა და მას ამდენი დრო არ სჭირდებოდა. ირაკლი ღარობაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა გიორგის საქმეზე გრიფ „საიდუმლოს” მოხსნისთვის ერთი თვე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები