“აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების ძალიან დიდი სიაა, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა, თავის მხრივ, ჩინეთთან აქვს გაფორმებული” – მაჭავარიანი

“ჩვეულებრივი აბსურდი, ცირკია, როდესაც ისინი [ჰელსინკის კომისია] აპელირებენ ჩინეთსა და ჩვენ შორის ძალიან მეგობრულ ურთიერთობაზე, ესეც არის პარადოქსი, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის ვაჭრობა არის ჩინეთთან 700 მლრდ დოლარი, ევროკავშირის ვაჭრობა არის 800 მლრდ დოლარამდე ჩინეთთან”, – ამის შესახებ, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების ძალიან დიდი სიაა, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა, თავის მხრივ, ჩინეთთან აქვს გაფორმებული.

“შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად სასაცილო, რა ბრალდებასაც ისინი გვიყენებენ და ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ასეთი ტიპის პარტნიორობა, რეალური პარტნიორობა, ვინაიდან, მოგახსენებთ, რომ როდესაც გავაფორმეთ ეს პარტნიორობა, მაშინვე დაიწყო უვიზო მიმოსვლა, გაფორმდა სავაჭრო ხელშეკრულებები“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები