„გერმანულენოვანი პოეზია (XIX-XXI სს.)“ – ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალი კრებული გამოსცა
„გერმანულენოვანი პოეზია (XIX-XXI სს.)“ ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემაა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კრებული აერთიანებს თარგმანებს, რომლის ავტორია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია.
„წინამდებარე კრებული მოიცავს XIX და XXI საუკუნეების გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ავტორების პოეტური შემოქმედების ნიმუშებს, რომლებიც წარმოდგენილია პარალელური ტექსტების სახით – თარგმანი და ორიგინალი. მათი ერთი ნაწილი, შესრულებული ჩემს თარგმანში, უკვე გამოცემულია, თუმცა ამჯერად ისინი გამოდის შესწორებული ან გადამუშავებული ფორმით. პირველ გამოცემაში წარმოდგენილი ავტორების თარგმანებს აქ ემატება სხვა პოეტების ქმნილებათა თარგმანებიც“, – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია წიგნის წინათქმაში.