ფესტივალი „თბილისის რიტმი” ფრანგი კომპოზიტორისა და აკორდეონისტის – რიშარ გალიანოს კონცერტით დაიხურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი „თბილისის რიტმი” მსოფლიოში აღიარებული ფრანგი კომპოზიტორისა და აკორდეონისტის, რიშარ გალიანოს კონცერტით დაიხურა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა, რიშარ გალიანომ და ფრანგმა ვირტუოზმა მუსიკოსებმა – გიტარისტმა ადრიან მოინიარმა და კონტრაბასისტმა ფილიპ არტსმა მაყურებელს ახალი ალბომი – “New Viaggio” წარუდგინეს.
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი” მიმდინარე წლის 4 მაისს კუბელმა ვირტუოზმა პიანისტმა რობერტო ფონსეკამ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გახსნა, ახალი ალბომით – “La Gran Diversion”.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ასევე სტუმრობდა სახელგანთქმული ბალერინა, ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა.
![]()
