სამტრედიაში 13 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
სამტრედიაში 13 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. ტრაგედიის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გოგონას სოკოთი ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება. სამტრედიის სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, ირაკლი ლაღიძის თქმით კი, გოგონა საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ძალიან მძიმედ იყო.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.