„თუ ნატო უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ ჩვენი სამიზნე გახდებიან“ – მედვედევი

თუ ნატო უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, თუ ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატოს პერსონალთან ერთად Patriot-ის კომპლექსებით მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე. იმედი მაქვს, რომ ატლანტიკური იმპოტენტები ამას გაიგებენ“, – წერს მედვედევი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები