ირაკლი ზარქუა: სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა, თავი მოვიწონოთ, ასეთი ეკონომიკური ზრდა არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოიტანა.

„ჩვენმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა ეს შესაძლებლობა, ერთი მხრივ, თავი მოვიწონოთ იმიტომ, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდა არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და, მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„როგორც ქვეყნის პრემიერმა თქვა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შემოვა, სადაც აისახება ის გაზრდილი შემოსავლები, რომლითაც ფიქსირდება არა 8,5%, როგორც ახლა გვაქვს მოქმედი გათვლა, არამედ 10%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა. უკვე მეორე წელია, ასეა და ეს სწორედ ღარიბაშვილის და მისი მთავრობის დამსახურებაა. სწორედ ამან მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ხელფასი 20%-ით. რომ საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით მოემატოთ. მათ შორის, მუნიციპალიტეტებს მიეცა შესაძლებლობა, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის გაეზარდა ხელფასები. ასევე, შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვების დახმარება 50 -დან 200 ლარამდე გავზარდეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში. პენსიები 30%-დან 70%-მდე იზრდება, ეს დამოკიდებულია ასაკსა და იმაზე, მთაში ცხოვრობს თუ ბარში”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები