“ოკუპანტები ლუგანსკის ოლქში მოსავალს იპარავენ, ხერსონის ოლქში კი შენაერთებს “რისგვარდიით” ანაცვლებენ” – უკრაინის გენშტაბი

რუსი ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგროინდუსტრიული საწარმოების ქონების  “ნაციონალიზაციას” ახორციელებენ.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება.

კერძოდ, სოფელ ბელოკურაკინოში “რაშისტები” ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ფირმებს მოსავალს და ტექნიკას ართმევენ.

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ოკუპანტების ადმინისტრაციული და საპოლიციო რეჟიმის გაძლიერება დაფიქსირდა.

როგორც გენერალურ შტაბში აღნიშნეს, იგეგმება რუსეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილების შეცვლა “რისგვარდიის” ქვედანაყოფებით.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკოლაივის ოლქის სნიგირევკადან უკან დახევისას ოკუპანტებმა მუნიციპალური ყველა ტექნიკა გაიტანეს და თითქმის ყველა სახლი გაძარცვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები