მთავარ პროკურატურაში კახა ბუცხრიკიძის დაკითხვა მიმდინარეობს

  საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე თბილისის მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში ოპოზიციური პარტიის წევრი ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ბუცხრიკიძემ განაცხადა, მას უწყება გუშინ საღამოს საცხოვრებელ სახლში მიუვიდა. ბუცხრიკიძის ინფორმაციით, გამომძიებლებს მასთან შეკითხვები ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით აქვთ.
„გუშინ მომივიდა უწყება, რომ დამატებით აქვთ ჩემთან კითხვები. მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვებს ვუპასუხო. რამდენიმე დღის წინ ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ეტყობა არ მოეწონათ ჩემი პასუხები და ახლა დამატებით აქვთ კითხვები. ეს ეხება 2006 წელს, როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილედ ვმუშაობდი “, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები