“რუსეთისთვის ყირიმის დაბრუნების შესახებ საუბრები მიუღებელია” – პესკოვი

უკრაინა არ თმობს პოზიციას, რომ ყირიმი ძალისმიერი გზით შეიძლება, დაიბრუნოს, რუსეთისთვის კი მისი ტერიტორიის დათმობაზე საუბარი მიუღებელია, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

„თავიდანვე, და პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა, ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე, უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ყირიმი უკრაინას ძალით, ძალის გამოყენებით უნდა დაუბრუნდეს. დე- ფაქტო უკრაინას ამაზე უარი არ უთქვამს. ჩვენთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ტერიტორიების გასხვისების თემის განხილვა, აქ სხვა გაგება არ შეიძლება, იყოს. ამაზე საუბარი არც შეიძლება, იყოს“, – განაცხადა პესკოვმა.

Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ყირიმი უკრაინას ნებისმიერი გზით უნდა დაუბრუნდეს.

“ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მთელი მიწა. როდესაც დიპლომატია უძლურია, რჩება საკითხების მოგვარება ბრძოლის ველზე და თუ არ შეგიძლიათ, სრულად დაიბრუნოთ თქვენი მიწა, ომი უბრალოდ იყინება, მისი განახლება კი დროის საკითხია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამავე დროს, უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ “თუ ვინმე მზად არის, შემოგვთავაზოს ყირიმის დეოკუპაციის არასამხედრო გზა, მე მხოლოდ ამის მომხრე ვიქნები”.

პესკოვის თქმით, „ასეთი განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს უკრაინული მხარის მოუმზადებლობასა და უუნარობაზე, სურვილის არქონაზე, რომ პრობლემა არასამხედრო მეთოდებით გადაჭრას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები