დავით მათიკაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ ესაუბრა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და ევროკავშირის 12 – პუნქტიან გეგმასა და საქართველოს ევროპული არჩევანის პერსპექტივებზე და ისტორიულ ფაქტებზე ესაუბრა.
პარლამენტის ინფორმაციით, დავით მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, ნატო-სთან ურთიერთობასა და 12 – პუნქტიანი გეგმის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პარლამენტის საქმიანობაზე.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების უფრო მეტად ამაღლებას, თუ რატომ კეთდება ცივილიზაციური არჩევანი ევროპის სასარგებლოდ”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.