„შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე – მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

26 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე – მკურნალობის მიზანი განკურნებაა“.

კონფერენცია ადრეული ფილტვის კიბოს მულტიდისციპლინური მართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“ საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

„ონკოლოგიაში ჩვენი უმთავრესი მიზანი პერსონალიზირებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. დღეს პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ფილტვის კიბო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო საზოგადოებისათვის. დაავადების იმუნოთერაპიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობის სტანდარტი. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას,“ – განმარტავს „როს ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი. კონფერენციაზე, რომელზეც მოწვეულები არიან ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილება თემები, როგორიცაა:

• ფილტვის კიბო საქართველოში (ი. კილაძე – ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)

• ადრეული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (eNSCLC) პერიოპერაციული იმუნოთერაპია – რთული გამოწვევა თუ განვითარებადი მკურნალობის ახალი სტანდარტი? (ტ. მარჟანსკი – პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)

• ადიუვანტური თერაპია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სრული რეზექციის მქონე პაციენტებში (ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი) დასასრულს გაიმართება, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიი მათითაშვილის ფასილიტატორობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები