კიევის მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება

კიევის მოსახლეობის ნახევარი, 23 ნოემბრის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისევ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში განაცხადეს.

ქალაქის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ წყალმომარაგება მთლიანად არის აღდგენილი, თუმცა, ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა, წყალი დაბალი წნევით მიეწოდებოდეს, განსაკუთრებით – მაღალ სართულებზე. უახლოეს დროში ვითარება გამოსწორდება.

ქალაქისთვის გათბობის მიწოდების აღდგენა მიმდინარეობს, საავარიო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

რაც შეეხება მობილურ კავშირს, როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, მობილური ოპერატორის ქსელების ფუნქციონირება ​ ელექტრომომარაგებაზეა პირდაპირ დამოკიდებული. როგორც კი ენერგეტიკული სისტემა დასტაბილურდება, კიევის ყველა რაიონში კომუნიკაციები აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები