25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პროექტის – „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ წარდგენა გაიმართება
2022 წლის 25 ნოემბერს 14:30 საათზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პროექტის – „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ წარდგენა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში შეუწყოს ხელი, რაც საშუალებას მისცემს მას გააფართოოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.
აღნიშნული პროექტი 10 თვეს გასტანს.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისი, ჯავახიშვილის ქ. N7.