რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გათავისუფლებული ხერსონი კვლავ დაბომბეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა საცხოვრებელი ადგილები დაბომბეს.
ამასთან, „ტელეგრამის“ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად ხერსონში საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუჩნდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონი 11 ნოემბერს გაათავისუფლეს. ქალაქი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან იყო ოკუპირებული.