სოზარ სუბარი: „დემოკრატიის უკუსვლა“ – ამ ტერმინის დამკვიდრებით, ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის გაფუჭებას ცდილობენ, რადგან უნდათ, ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ

“დემოკრატიის უკუსვლა“ არის ტერმინი, რომლის დამკვიდრება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და იმდენად ორკესტრირებულად ხდება ამ ტერმინის დამკვიდრება, რომ საჭიროა თუ არ არის საჭირო, ყველა დოკუმენტში ცდილობენ, ეს სიტყვა შეაკვეხონ. ამ სიტყვაში არ არის შინაარსი, იმიტომ, რომ ვერ დაასახელებენ ვერცერთ ფაქტს, სადაც დემოკრატიის უკუსვლაზე იქნება ლაპარაკი”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „იმედი LIVE-ის“ ეთერში განაცხადა.

მაგალითისთვის, მან აშშ-ში ჩატარებული არჩევნები განიხილა.

„ღმერთმა დაგვიფაროს და, რაც აშშ-ში მოხდა ორი კვირის წინ და დღემდე გრძელდება, მსგავსი რამ რომ საქართველოში მომხდარიყო, დემოკრატიის უკუსვლაზე კი არა, საერთოდ, არალეგიტიმურად გამოაცხადებდნენ ხელისუფლებასაც, არჩევნებსაც, ქვეყანასაც. მესამე კვირა დაიწყო და არჩევნები ბოლომდე დათვლილი არ არის, ეუთოს მსგავსი დასკვნა რომ საქართველოს არჩევნებზე დადებულიყო, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიდო, საერთოდ, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა აქ? პირდაპირ მოწოდებები იქნებოდა საქართველოში მოღვაწე ელჩების მხრიდან: „გამოდით ქუჩაში და დაამხეთ ხელისუფლება“; მესამე – სულ იყო ლაპარაკი სააკაშვილისა და, უფრო ადრე, შევარდნაძის პერიოდში, რომ მკვდარი სულები აძლევენ ხმას და მიცვალებულები აირჩიეს. რომ წარმოვიდგინოთ, მსგავსი რამ საქართველოში მომხდარიყო, რა დასკვნები დაიწერებოდა ქვეყანაზე? საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე როცაა ლაპარაკი, ვერცერთ ასეთ ფაქტს ვერ დაასახელებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები