სოზარ სუბარი: დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ერთგვარი სიბრალულიც ვიგრძენი კელი დეგნანის მიმართ

მიუხედავად ძალიან არადიპლომატიური, არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომელიც [აშშ-ის ელჩს] „ხალხის ძალაზე“ აქვს გაკეთებული და იმ არცთუ ძალიან მეგობრული განცხადებებისა, რომელსაც ზოგჯერ აკეთებს საქართველოს მისამართით, [დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ] მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ერთგვარი სიბრალულიც კი ვიგრძენი მის მიმართ. სრულიად გაუგებარი განცხადება გააკეთა ამ ოლიგარქიის კანონის გამოწვევის შესახებ, რომელიც არსად არ დასტურდება და რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. რა მოხდა, ვინ შეიყვანა შეცდომაში – მართლა განზრახვა ჰქონდათ, რომ გამოეწვიათ, წინასწარ ჰქონდათ ეს ინფორმაცია თუ რა მოხდა, ეს მართლაც გაუგებარია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედის LIVE“ განაცხადა.

ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას „საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებას“ უწოდებს. სოზარ სუბარმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ოპოზიცია, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება არ უნდა და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ებრძვის და უბრალოდ, ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც მათ, როგორც აგენტებს, ქვეყნის გარედან აძლევენ. პოლიტიკური პოლარიზაცია, აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მოვლენაა დემოკრატიაში, მაგრამ არის საკითხები, რომლებშიც ერთიანები უნდა ვიყოთ, ეს ეხება ქვეყნის მომავალს, ქვეყნის სტრატეგიულ ხედვას, საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებულ დებულებებს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის – ნატოს წევრი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირზე ვლაპარაკობთ. ქართული პოლიტიკური სპექტრი ამაში მაინც რომ იყოს ერთიანი, ვერავინ გაბედავდა აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და რომელსაც 208 დეპუტატმა მოაწერა ხელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები