გიგა ბოკერია: ლევან ხაბეიშვილი არ მიმაჩნია იმ კალიბრის პოლიტიკურ ლიდერად, რომელსაც შეუძლია რაიმე პოლიტიკური ხედვა ჩამოაყალიბოს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ეხმიანება.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, ხაბეიშვილი არ მიაჩნია იმ კალიბრის ლიდერად, რომელსაც პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბება შეუძლია.
„ლევან ხაბეიშვილი არ მიმაჩნია იმ კალიბრის პოლიტიკურ ლიდერად, რომელსაც შეუძლია, რომ რაიმე პოლიტიკური ხედვა ჩამოაყალიბოს, რომ რამეს დაუპირისპირდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ღამის კურიერში“.