მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თამარ სხირტლაძე 1929 წელს, ლაგოდეხში დაიბადა. 1949 წელს მან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.

თამარ სხირტლაძეს მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტაკლებსა და ფილმებში როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“. თამარ სხირტლაძე ქართულ კინოსა და თეატრში უხუცეს მსახიობად ითვლება რომელმაც მოხსნა ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი. მან სცენაზე 70 წელი გაატარა. თამარ სხირტლაძეს მოიხსენიებენ როგორც „მსახიობი ასაკის გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები