ევროკავშირი უკრაინის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. მინისტრები ქვეყნის ხელისუფლებისთვის ახალი შეთავაზების პაკეტის მომზადებას აპირებენ. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მიღებაზე დისკუსია არ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კიევში მორიგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.