ირაკლი ლატარია: ქალბატონო კელი, ახლა აღარ გახსოვთ ივანიშვილის 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება? კრამერი რომ ზრუნავს და ივანიშვილი – არა, ეს ძააალიან დაბალი ხარისხის ანეკდოტია

ქალბატონო კელი, ახლა აღარ არის ბატონი ბიძინა ფილანტროპი? ახლა ზრუნავს მასზე მეტად ვინმე საქართველოზე?, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი, ირაკლი ლატარია წერს და ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება.

როგორც ლატარია მიიჩნევს, კრამერი რომ ზრუნავს და ივანიშვილი – არა, ეს ძალიან დაბალი ხარისხის ანეკდოტია.

“თურმე, კრამერი ზრუნავს საქართველოზე და ბიძინა – არა

ქალბატონო კელი: ახლა აღარ არის ბატონი ბიძინა ფილანტროპი? ახლა ზრუნავს მასზე მეტად ვინმე საქართველოზე? ახლა აღარ გახსოვთ ივანიშვილის 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება? ეს და კიდევ რამდენი რამის ჩამოთვლა შეგვიძლია, მაგრამ კრამერი რომ ზრუნავს და ივანიშვილი – არა, ეს ძააალიან დაბალი ხარისხის ანეკდოტია”, – წერს ლატარია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები