გიგა ბოკერია: „ნაცმოძრაობა“ იქცა ძალად, სადაც არც პრინციპებს და არც ფასეულობებს მნიშვნელობა არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ძალად, სადაც არც პრინციპებს, არც ფასეულობებს მნიშვნელობა არ აქვს. რითი უპირისპირდებიან ერთმანეთს? დაპირისპირება არის ტალახის სროლით, ან იმით, თუ ვინ არის სააკაშვილის უფრო ერთგული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ლევან ხაბეიშვილი ითანამშრომლებს თუ ნიკა მელია, რადგან გუნდში არსებული ატმოსფერო და თამაშის წესები ენმ-ს ყველა ფიგურის, მათ შორის, მელიას და ხაბეიშვილის მოღვაწეობის შედეგია.

„ამ გუნდის ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილთან ბრძოლისთვის ივანიშვილის გუნდისნაირები უნდა გახდნენ პოპულიზმის ნაწილში, ტალახის სროლის ნაწილში და ა.შ..

ამას გარდა, მეორე გადაწყვეტილება იყო, როგორც ივანიშვილის თამაშის წესი დადგინდა ამ ქვეყანაში, რომ არ აქვს მნიშვნელობა შინაარსს, არ აქვს მნიშვნელობა ტყუილი თქვი თუ მართალი, მნიშვნელობა აქვს ტყუილის ნიაღვარს პროპაგანდის. ეს არის არსი და ჩვენი მედიის და საზოგადოების ნაწილიც ამას არ ეწინააღმდეგება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. თუ ადამიანმა თქვა, რომ მე გუშინწინ ვიტყუებოდი, იმიტომ, რომ ვიღაცა არ მომწონს და ეს თუ ნორმა არის, მაშინ არცერთ სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ჭაობში და ამ უზნეობაში ივანიშვილს ვერავინ აჯობებს. ვერ აჯობებენ, იმიტომ რომ ამაში ის ყველზე მაგარია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები