გამსახურდია სააკაშვილზე: “წამოჩოქილ ადამიანს ქვას ვერ ვესვრი”

  საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება. გამსახურდიას მიუღებლად მიაჩნია, წაქცეული ადამიანის მიმართ „ქვის სროლა“.
„ძალიან მოკლედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, როდესაც მისი ადვოკატისა და სხვათა მიერ გატარდა პარალელები ზვიად გამსახურდიასთან: უპირველეს ყოვლისა, წამოჩოქილ ადამიანს ქვას ვერ ვესვრი. როდესაც ძალაუფლების ზენიტში იყო, ჩემგან სათქმელი არაერთგზის ეთქვა საჯაროდ, ამავდროს მკვეთრად. რაც შეეხება შედარებას, ზვიად გამსახურდიას ნამდვილად ეთქმოდა რუსთველის პერსონაჟის დარად: “მაგრამ ღმერთი არ გაწირავს, კაცსა შენგან განაწირსა” – იგი, სამწუხაროდ, ყველა ძალის და აქტორის მიერ გაიწირა. მიხეილ სააკაშვილს თავისუფლად ეთქმის: მაგრამ აშშ-ს “გოსდეპი” და ბრიუსელი არ გაწირავენ კაცსა “ოცნებისგან” განაწირსო. და იმასაც ვიტყვი, რომ ჩემს თვალში დასავლეთისა და პუტინური რუსეთის დაპირისპირებაში პირველი უფრო პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ძალაა, რომელზეც სწორება უნდა მოხდეს. მაგრამ უპირობოდ “კეთილისა” და “ბოროტის” დაპირისპირება ეს მაინც არ არის“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები