„თუშეთის გზამკვლევ-მეგზურის“ წარდგენა გაიმართება

21 ნოემბერს, 18:00 საათზე,  მწერალთა სახლში  წიგნის „თუშეთის გზამკვლევ-მეგზურის” წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორები – გიორგი ცოცანიძე და გოჩა ღულელაური  წარადგენენ წიგნს და გაიმართება დისკუსია.
ადგილზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა ავტორების ხელმოწერით.
თუშურ სიმღერებს შეასრულებენ ა(ა)იპ თუშური ბრენდის არქივზე დაფუძნებული „ფოლკლორის სახლის“ მგალობელ მომღერალთა გუნდის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები