პარასპორტსმენმა მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში მან უნგრელი ევა ჰაიმასი 15 :11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდი უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს და უკვე დღეს ოქროს მედლების მოპოვება ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით შეჯიბრებაში შეეცდებიან.