დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილზე, საპატრიარქოსა და პატრიარქზე ზეწოლა გამიზნული იყო

ბიძინა ივანიშვილზე, საპატრიარქოსა და პატრიარქზე ზეწოლა გამიზნული იყო, – ამის შესახებ „ხალხის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა Postv-ის ეთერში, გადაცემაში „დიდი გადაცემა“.

მისი თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხვდება და სწორედ ამიტომ, ოპოზიციის ნაწილს საზოგადოებისგან მხოლოდ 1%-იანი მხარდაჭერა აქვს.

„გამიზნული იყო ზეწოლა (ბიძინა ივანიშვილზე), ეს გრძელდება და კიდევ გაგრძელდება ალბათ. ასევე, გამიზნული იყო ზეწოლა და ასეთი დარტყმები საპატრიარქოსა და თავად პატრიარქზე. ანუ სტაბილურობის ყველა წერტილს ურტყამენ, იმიტომ, რომ შედეგი უნდა დადგეს მათთვის სასარგებლო და სტაბილურობა მათთვის სასარგებლო შედეგს ხელს უშლის.

სტაბილურობის გარანტი დღეს ყველაზე მეტად საზოგადოებაა, რომელიც ყველაფერს ხვდება, რადგან ყველაფერი წაკითხვადია. იმიტომ, რომ ახლა თუ ვინმე კიდევ სვამს კითხვას – ვის უნდოდა საქართველოს ომში ჩართვა, მას ან სმენის პრობლემა აქვს ან შეფასებით ნაწილში აქვს საერთოდ პრობლემა. ის კაცი არსებობს (ბიძინა ივანიშვილი) და არა მხოლოდ ის კაცი, არამედ არსებობს გუნდი, რომელიც მის ღირებულებებზეა დაფუძნებული, ეს გუნდი თანხვედრაშია საზოგადოებრივ მოთხოვნასთან. მესმის, რომ [გუნდს] გარკვეული ხარვეზები და შეცდომები აქვს, მაგრამ ის მთავარ შეცდომას არ უშვებს და საზოგადოების მთავარი მოთხოვნისგან არ გადადის. მით უმეტეს, როცა ამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ღირსების ფასი და ძალიან კარგად იცის ომისა და მშვიდობის ფასი. ამიტომ, რაც არ უნდა თეატრალური გამოსვლა მოეწყოს პარლამენტში (ოპოზიციის მხრიდან), მას საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს. შეხედეთ, მისი ფასი რა არის? 1 %“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები