ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს – მე, როგორც მთავრობის მეთაური ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიერო

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, განხორციელებული გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, პროექტი ერთად და რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა გრძელდება, მე როგორც მთავრობის მეთაური ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიერო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შესაძლოა ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები