„დათესე ხორბალი, უკრაინავ” – პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
21 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება პრეზენტაცია ქართულ-უკრაინული პოეტური კრებულის – „დათესე ხორბალი, უკრაინა”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებული გამოიცა გერმანიაში, გამომცემლობა „კლაკ ფერლაგის“ მიერ.
ანთოლოგიაში თავმოყრილია ცნობილი ქართველი და უკრაინელი პოეტების ლექსები.
პოეტები ამ ლექსებით ეხმაურებიან უკრაინაში მიმდინარე ომს და მეგობარ უკრაინელ პოეტებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ.
ღონისძიებას დაესწრება წიგნის მთარგმნელი საბინე შიფნერი და მთარგმნელი და წიგნის შემდგენელი ბელა ჩეკურიშვილი.