ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია 12 პუნქტზე, პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე გამოდის მიუღებელი ლექსიკით

პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე რა სიტყვებით, ლექსიკით საუბრობდა პარლამენტში, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პრემიერმა გიორგი ვაშაძეს განუმარტა, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვის ადრესატი არსებითად არის პარლამენტი და არა – მთავრობა.

„კითხვა, რომელიც იყო დასმული, ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას. პრემიერმა კითხვის ავტორს, გიორგი ვაშაძეს განუმარტა, რომ არსებითად ამ შეკითხვის ადრესატი არის პარლამენტი და არა მთავრობა. ელემენტარული რაღაც ასწავლა მას. რაც შეეხება თვითონ ზიზღის ენას, ეს იყო გამოყენებული თავად გიორგი ვაშაძის მხრიდან. ნახეთ, რა სიტყვებით, რა ლექსიკით საუბრობდა ის პარლამენტში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო. როდესაც საუბარია 12 პუნქტზე, პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე გამოდის ასეთი ლექსიკით, ასეთი ტერმინოლოგიით საქართველოს პარლამენტში. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები