18 ნოემბერი თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა

1943 წლის 18 ნოემბერს რეჟისორი და მსახიობი თემურ ჩხეიძე დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.
იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, რუსთაველის თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი.
მუშაობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის ფაკულტეტის პედაგოგად.
იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი (1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან იყო  სანქტ – პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ.-  სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგა 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის –  მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: ილიას მედალი – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, საპატიო ნიშნის ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია.
იყო საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღბის” ორგზის მფლობელი და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები