ხვალ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაიხსნება

სოფელ წიწამურში, ხვალ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაიხსნება. როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კახი კანდელაკი გახსნიან.
სამინისტროს ინფორმაციით, ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები