კირილე ზდანევიჩის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს კირილე ზდანევიჩის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ „სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსს არტისტული წიგნის დარგში“ და სამეცნიერო კონფერენციას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 14 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა კირილე ზდანევიჩისა და საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა.
17 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.
18 ნოემბერს, 11:00-15:00 საათზე აკადემიაში ეწყობა კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტის პროფესორ რეჟის გეიროსა და ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორ კორნელია იჩინის ლექციები აკადემიის სტუდენტებთან.
19 ნოემბერს, 16:00-18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ალ. გრიბოედოვის ქუჩა 22.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები