ხმაური ფოთში – გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, ქალის გარდაცვალება უბინაოდ დარჩენამ გამოიწვია

  ფოთში 60 წლის დევნილი ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი ბინის გარეშე დარჩენა გახდა. აღნიშნულს გარდაცვლილის ოჯახი ამბობს. მათი თქმით, ის დევნილთათვის ახლად აშენებულ კორპუსში ბინის მიღებას ელოდა, თუმცა საცხოვრებელი ფართი ვერ მიიღო. გარდაცვლილის შვილი კახაბერ ზაქარაია ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. ბინის უქონლობის გამო ცხედარი ოჯახმა ნათესავის სახლში დაასვენა.
ფოთში ახალ დასახლებაში დევნილთათვის 7 ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და ფართი 280-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ნაწილი კი უბინაოდ დარჩა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები