18 ნოემბრიდან ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთზე, საჭიროა 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველ დღეგამოშვებით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ. ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები