ხათუნა ანწუხელიძე: მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელიც ჩემს ოჯახს გაუწიეს
“მე, როგორც ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის დამ, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელიც ჩემს ოჯახს გაუწიეს და გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი პრობლემები”, – ამის შესახებ ხათუნა ანწუხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად გვერდში ედგა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებს.
არ დავიღლები და ყოველთვის მზად ვარ, საჯაროდ გამოვხატო ჩემი მადლიერება და ემოციები თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ ხელმძღვანელი პირის მიმართ, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს და მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენი ოჯახის მხარდასაჭერად.
ვისურვებდი, რომ თავდაცვის უწყების სათავეში მუდმივად ყოფილიყვნენ ასეთი ღირსეული ადამიანები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia”, – წერს ანწუხელიძე.