იაგო ხვიჩია: ვარჰეი დასავლეთის გასაგონად ამბობს, საქართველო კარგად იქცევაო, მაგრამ შიდა საუბრებში ოპოზიციას და ხელისუფლებას გვითხრა, თუ რამეს გინდათ, აზრი ჰქონდეს – ერთად უნდა გააკეთოთო

როგორც ჩანს, ბატონი ვარჰეი ჩვენი მეგობარია, მას უნდა, რომ ჩვენ დასავლეთთან კარგად გამოვიყურებოდეთ, ამიტომ, დასავლეთისთვის გასაგონად ამბობს, საქართველო კარგად იქცევა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ევროკომისრის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვარჰეიმ საქართველო საჯაროდ შეაქო, თუმცა, პირად საუბრებში ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ერთად თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ოლივერ ვარჰეი, როგორც მეგობარი, გვეხმარება, მაგრამ შიდა საუბრებში ძალიან გასაგებად გვითხრეს, როგორც ოპოზიციას – ისე ხელისუფლებას, თუ რამეს გინდათ, აზრი ჰქონდეს, ერთად უნდა გააკეთოთო. თუ ერთად არ გააკეთებთ, აზრი არ აქვს, რადგან სხვა დრო არ იქნებაო, თქვენ ახლა გაქვთ ეს შანსიო. ეს ძალიან გასაგებად გვითხრეს, როგორც ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასაც. საჯარო კომენტარებით შეგვაქეს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. მგონი, მეგობარს ეს ქმედება უნდა დავუფასოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები