მამუკა მდინარაძე: არ ვიცი, რას ნიშნავს მელიასთვის ზურგში დანის ჩარტყმ​ა – რაც უნდათ, ის უქნიათ ერთმანეთისათვის, ქვეყანა არ დააზიანონ, მთავარია

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

„მე არ ვიცი, რას ნიშნავს მელიასთვის ზურგში დანის ჩარტყმა. როგორც ჩანს, პირობას დებდა, რომ იქნებოდა მაქსიმალურად რადიკალური, დამაზიანებელი ამ ქვეყნისათვის და ზურგში დანა ჩაარტყეს, არ აცადეს. უფრო რადიკალური და ქვეყნისათვის დამაზიანებელი ვიღაც შეიძლება იყოს და უფრო კარგად განკარგოს ის ფული, რომელიც ოლიგარქების მიერ პარტიისკენ და მათი მედიებისაკენ მიემართება. რაც უნდათ, ის უქნიათ ერთმანეთისათვის, ქვეყანა არ დააზიანონ, მთავარია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: “როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება, თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები