„ქართული კინომუსიკის შედევრები“ – უნიკალური პროექტი და მოგზაურობა ქართული კინოსა და მუსიკის სამყაროში

19 ნოემბერს, 20:00 საათზე, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტArt“ უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო მასალებით შექმნილ ეროვნულ პროექტს – „ქართული კინომუსიკის შედევრებს“ წარმოადგენს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება – ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორებისა და რეჟისორების შემოქმედებითი მემკვიდრეობა – ერთ მუსიკალურ წარმოდგენად; მოგზაურობა ქართული კინოსა და მუსიკის სამყაროში ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და აღიარებულ სოლისტებთან ერთად.
მუსიკალური კონცეფციისა და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია – ნიკოლოზ რაჭველი; სცენარის ავტორი და რეჟისორი – თეონა ჯორბენაძე;  დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე;  გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი.
პროექტი კომპანია „მაგთის“ ხელშეწყობით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები