„ალბათ ესთერი“ – კატია პეტროვსკაიას რომანის წარდგენა გაიმართება

16 ნოემბერს, 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება კატია პეტროვსკაიას რომანის – „ალბათ ესთერის“ – წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს წარადგენენ: ავტორი, კატია პეტროვსკაია; მთარმგნელი, მაია ბადრიძე; მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი და ლაშა ბაქრაძე.
კატია პეტროვსკაია უკრაინული წარმოშობის გერმანულენოვანი მწერალია. „ალბათ ესთერი“ მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც თავად ავტორის ბებიის დიდი ოჯახის არაჩვეულებრივ ისტორიას მოგვითხრობს. ნაწარმოების გმირები სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე მიმოფანტული ადამიანები არიან.
ყველაფერი 1941 წლის გარიჟრაჟზე დაიწყო, როცა ქალი, რომელსაც ალბათ ესთერი ერქვა (ალბათ, რადგან ყველანი ბაბუშკას ეძახდნენ და ნამდვილი სახელი აღარავის ახსოვს) ოჯახის წევრებმა კიევში საკუთარ ბინაში დატოვეს, იმ პირობით, რომ მალე დაბრუნდებოდნენ. თუმცა 7 წლის განმავლობაში არავინ გამოჩენილა. ბაბუშკა მარტოდმარტო დარჩა იმ სისასტიკის წინაშე, რაც უკრაინაში მცხოვრებ ებრაელებს დაატყდათ თავს ნაცისტების გამოჩენის შემდეგ.
ღონისძიება წარიმართება ქართულ და გერმანულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები