დავით ზალკანიანი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსის შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენები განიხილეს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის პერსპექტივები. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები